|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტი დღეს რიგგარეშე სხდომას გამართავს

პარლამენტი სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, დღეს რიგგარეშე სხდომას გამართავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა. 
ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის მიმართვა დააკმაყოფილა.

პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, დღეს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება. 

ბორჯომში ხანძრის ლიკვიდაციას რამდენიმე დღეა ცდილობენ.  სამუშაოებში რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები არიან ჩართული.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა