|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიტიკურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისათვის რიგითი ნომრები მიენიჭათ

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მპონაწილეობისათვის პარტიებს რიგითი ნომრები მიენიჭათ.

თავიანთი რიგითი ნომრები დაიტოვეს „ქართული ოცნებამ", „ნაციონალური მოძრაობამ" და „გირჩმა" , ამ მოთხოვნით მათ უკვე მიმართეს ცესკო-ს. 

„რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში ცვლილება შევიდა. პირველ რიგში, რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვთ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებმაც წინასაპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს ყველაზე მეტი დაფინანსება. მათ შეუძლიათ მიმართონ ცეკო-ს განცხადებით არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა რიგითი ნომრის არჩევასთან დაკავვშირებით.

რაც შეეხება ცესკო-ს, ჩვენ მოწადინებულნი ვართ, რომ გავუწიოთ დახმარება ყველა ჩართულ მხარეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებით", - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიები მომაწილეობას მიიღებენ შემდეგი ნომრებით:

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" -41;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 5;

„ევროპული საქართველო"-2 ;

„პატრიოტთა ალიანსი"-8;

„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი"-1;

„ლელო საქართველოსთვის"-9 ;

„გირჩი"-36; (იაგო ხვიჩია)

„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები"-7;

„ევროპელი დემოკრატები"-6 ;

„ლეიბორისტული პარტია"- 10;

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის"-4;

„რესპუბლიკური პარტია"-11;

„კანონი და სამართალი"-12;

„პროგრესი და თავისუფლება"-21.

ავტორი: ნიუპრესი -

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა