|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 81 %-ით გაიზარდა

საქასტატის წინასწარი მონაცემებით, წინა წლის დაზუსტებულ ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 81 %-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის მე-2 კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის II კვარტალში 355 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 81 %-ით აღემატება 2014 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს.
საქსტატის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის II კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 530 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2015 წლის მე-2 კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების სიაში პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 45 %-ით, მეორეზე - ნიდერლანდები 19 %-ით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 12 %-ით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის II კვარტალში 78 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 207 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 58 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 41 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობა 30 მლნ. აშშ დოლარით.

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38.1%
გაუარესდა - 45.24%
არ შეცვლილა - 16.67%
სულ - 42 ხმა