პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების აკრძალვა ოთხი წლით გადავადდა
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლით გადავადდება, - აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადავადება 2031 წლის პირველ თებერვლამდე გაგრძელდება.
„როგორც მოგეხსენებათ, პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე. ბიზნესსექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები. მადლობა ამისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ ოთხი წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი:


13:08
11:18
11:17
11:11
















