|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო მეტად უნდა იზრუნონ ქალთა პრობლემებზე“

ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები რეგიონის განვითარების“ წარმომადგენლებს სტუმრობდა. ეს ორგანიზაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებების დასაცავად მუშაობს. 
შეხვედრა "ქალის ხმა იგებს არჩევნებს" პროექტის ფარგელბში შედგა და მთავარი თემა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა როლის მნიშვნელობა და ქალთა საჭიროებების გამოვლენა იყო.


  “პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო მეტად უნდა იმუშაონ, შეხვდენ ქალებს, გაიგონ მათი პრობლემები და შემდეგ ქალთა საჭიროებები ასახონ საარჩევნო პროგრამებში. თუმცა, მხოლოდ ასახვა ვერ გადაჭრის პრობლემას, გამარჯვების შემთხვევაში უნდა მოხდეს იმ პრობლემების გადაჭრა, რაც ქალებს აწუხებს. 
  მაგალითად, ეს არის შრომითი უფლებების დაცვა, დასაქმების პრობლემა... ზოგადად, ნაკლებად უსმენენ ქალებს, საარჩევნო სიებში არ არიან ქალები მრავლად წარმოდგენილი. საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს სოფელში მცხოვრები ქალები. მაგალითად, მათ არ აქვთ თბილი წყალი, ქალაქებში ასე არ არის. ცივი წყლით უწევთ საოჯახო საქმეების გაკეთება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექმნებათ პრობლემები. არ არის მათთვის ისეთი სამედიცინო პაკეტი, რომლის მეშვეობით ჩაიტარებენ უფასო კვლევებს,“ - გვითხრა ქეთევან ხიდაშელმა.

ნონა გარგაჯია (“ქალები რეგიონის განვითარებისთვის“) ამბობს, რომ სოფელში მცხოვრები ქალები ნაკლებად საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე: “საერთოდ ქალებს უჭირთ თავიანთი პრობლემების დასახელება, რადგან ისინი გადართული არიან ოჯახზე, ბავშვების მოვლაზე და საჭიროებებზე, რომ ვეკითხებით, მხოლოდ ოჯახის და ბავშვების პრობლემებზე გვესაუბრებიან...“
მაია თოხაძე (“ქალები რეგიონის განვითარებისთვის“): “მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტეტის დაბა ნარუჯაში ყოფნის დროს გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ქალებს ესაჭიროებათ სამედიცინო გამოკვლევები, რადგან მათ ფიზიკურად უწევთ მუშაობა. მათთვის ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ იმისთვის, რომ თუნდაც ერთი დღით წავიდნენ სილამაზის სალონში და თავი მოიწესრიგონ...“
შეხვედრა ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის და ამერიკის შეერთებული შტატებისსაერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა