პროტესტის 29 დღე - ქუთაისში მოქალაქეების პროტესტი არ ნელდება
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო პროტესტი გრძელდება. პროტესტის 29-ე დღეს ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქუთაისის მერიასთან არიან შეკრებილი.
ისინი შეძახილებით ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, არ დაიღლებიან და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ, ვიდრე საფრთხე დაემუქრება ქვეყნის ევროპულ გზას.
ასევე გრძელდება სტუდენტების გაფიცვა, მეოთხე დღეა წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები აუდიტორიაში შესვლაზე უარს აცხადებენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 80%
არა - 20%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა