"ქართული ოცნება" მერობის კანდიდატებს ქუთაისში 2 სექტემბერს წარადგენს
"ქართული ოცნების" პარტიული პრეზენტაციის მოწყობა ქუთაისში ამჯერად 2 სექტემბერს ჩაინიშნა.
როგორც ცნობილია, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში წარსადგენი მერების კანდიდატურებს ქუთაისში, ბალახვნის აასსაფეხურიან კიბესთან გამართულ შეხვედრაზე დაასახელებენ.
კანდიდატებს უშუალოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.
არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერის პოსტზე გიორგი ჭიღვარიას დასახელება იგეგმება.
შეგახენებთ, "ქართული ოცნება" მერობის კანდიდატების წარდგენას ქუთაისში 25 აგვისტოს გეგმავდა, რაც არ შედგა. როგორც მმართველ პარტიაში განაცხადეს, პრეზენტაციის ჩაშლა ბორჯომის ხეობაში გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.
კანდიდატების წარდგენამდე ქართველი შემსრულებლების კონცერის გამართვა იგეგმება. პარტია მხარდამჭერების მობილიზებას იმერეთის მასშტაბით მოახდენს.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















