|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნება 300 ლარიანი დახმარების თავისი აქტივისტებისათვის გაცემას გეგმავს" - გიგა შუშანია

"ქართული ოცნება" თვითდასაქმებულებისათვის განკუთვნილი 300 ლარიან დახმარების თავისი აქტივისტებისათვის გაცემას გეგმავს-  ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს. 

მან დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც ქუთასისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მარეხი ნიჟარაძის კომენტარი წარმოადგინა, რომელიც მან ტელეკომპანია „რიონთან“ გააკეთა.  "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება. ის მომხდარის გამოძიებას და დამნაშავე პირების გამოკითხვას მოითხოვს.

"წარმოგიდგენთ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მარეხი ნიჟარაძის ინტერვიუს, სადაც ის აღიარებს, რომ სანამ პრემიერი გახარია საზოგადოებას გააცნობდა თვიდდასაქმებულებისათვის 300 ლარიან დახმარების შესახებ, მანამ ქართული ოცნების აქტივისტების, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ წინასწარ იქნა შედგენილი ქართული ოცნების მხარდამჭერთა სიები, რომელთა დახმარებასაც ქართული ოცნება აპირებდა. სწორედ ამის გამო ხელისუფლება 840 ათასი თვითდასაქმებულის ნაცვლად აპირებს მხოლოდ 240 ათასის დახმარებას. ეს ინტერვიუ მან ტელეკომპანია „რიონს“ მისცა იმ დღესვე, როდესაც ეს ინიციატივა გაჟღერდა. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ეს ინტერვიუ ადასტურებს, რომ ქართული ოცნება გეგმავს ბიუჯეტიდან გამოყოფილი არასაკმარის თანხების დახარჯვას პარტიული შეხედულებების მიხედვით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის მთლიანი პროცესი საჯარო ინტერვიუში ასახა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ერთიან ნაციონალურ მოძრაობა მოითხოვს აღნიშნულ ფაქტზე სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და დაიკითხონ ქუთაისის საკრებულოს ის წევრები და ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებმაც მიიღეს და შემდგომ შეასრულეს აღნიშნული უკანონო დავალება", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

"ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის მარეხი ნიჟარაძის თქმით, გიგა შუშანია ცრუობს, რადგან მან ინტერვიუ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, როგორც მაჟორიტარმა-დეპუტატმა იცის, ვინ არის მის უბანში თვითდასაქმებული და ვინ სოციალურად დაუცველი და კარგად იცის, მის ოლქში პანდემიის გამო ვინ დაზარალდა.

 სიუჟეტი პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დახმარების შესახებ ტელეკომპანია "რიონის" ეთერში 24 აპრილს გავიდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა