ვის დაასახელებს "ქართული ოცნება" მაჟორიტარობის კანდიდატებად ქუთაისში?
"ნიუპრესის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციაში უკვე შეჯერდნენ მაჟორიტარების კანდიდატურებზე.
მომავალ საკრებულოში მოქმედ მაჟორიტარებს ვეღარ ვიხილავთ. პარტია ქუთაისელებს არჩევანის გაკეთებას, ერთეული გამონაკლისის გარდა, სრულიად ახალ და ნაკლებად ცნობილ სახელებზე სთავაზობს.
"ნიუპრესისათვის" ცნობილი გახდა კანდიდატების სია. ქუთაისში 10 საარჩევნო ოლქია, 10 კანდიდატიდან მხოლოდ 2 ქალბატონია.
მარეხი ნიჟარაძე ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას საფიჩხიაზე შეეცდება და ელეონორა არჩაია, ის დეპუტატის მანდატისათვის კახიანოურში იბრძოლებს.
წარმოდგენილ კანდიდატებს შორის არიან ექიმები, მათ შორის საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი, ნაზარიშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი-უროლოგი მერაბ კვიცარიძე, რომელიც კენჭს ავტოქანხნის მუნიციპალიტეტში იყრის, ექიმი რადიოლოგი ირაკლი შენგელია - გამარჯვების ოლქში იყრის კენჭს.
სამშენებლო ბიზნეს წარმოადგენს კახა ბოჭორიშვილი, რომელიც ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას ნიკეას საარჩევნო ოლქში შეეცდება. ამ ბიზნესს წარმოადგენს ამირან კოპალეიშვილი, რომელიც დეპუტატის მანდატის მოპოვებისათვის უქიმერიონის ოქში იბრძოლებს.
ავტომშენებელის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს იმედა საღინაძე, მამუკა რიჟამაძე - სულხან-საბას დასახლებაში, ნიკოლოზ ჭეიშვილი -ქალაქ მუზეუმში, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი -ძელქვიანი.
"ნიუპრესი" აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას "ქართულ ოცნებაში" შეეცადა, თუმცა პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში მაჟორიტარების ვინაობის შესახებ ჯერ არ საუბრობენ, არ იმას აკონკრეტებენ, არიან თუ არა ისინი "ქართული ოცნების" წევრები.
როგორც პარტიაში აცხადებენ, სიის შესახებ ინფორმაცია მერების წარდგენის შემდეგ გასაჯაროვდება, რაც ამჯერად 2 სექტემბერს ჩაინიშნა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















