"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებში სამი მოქმედი გამგებელი მოხვდა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენილ კანდიდატთაგან მხოლოდ სამი მოქმედი გამგებელი მოხვდა.
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში სამტრედიის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია, ხარაგაულის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ თოფურიძე და ბაღდათის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გოგსაძე არიან.
მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ სიაში არა არის დაცული გენდერული ბალანსი და არცერთი ქალი კანდიდატი არ დასახზელებულა.
თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით არჩევნების შემდეგ გამგებლებს მერები დაერქმევათ.
„ქართულმა ოცნებამ“ იმერეთის რეგიონში მერობის 12 კანდიდატი წარადგინა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















