|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართული თაფლის კონტროლის სისტემა ევროკავშირმა აღიარა

"ეს არის ყველაზე ტკბილი სიახლე, რაც ოდესმე მითქვამს“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა  იანოშ ჰერმანმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან  ოთარ დანელიასთან შეხვედრისას.

 შეხვედრაზე მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა  ევროკავშირის მიერ ქართული თაფლის კონტროლის სისტემის აღიარების შესახებ ისაუბრეს. 

 აღინიშნა, რომ ეს არის საუკეთესო თანამშრომლობით მიღწეული შედეგი. ევროკავშირი მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან და თაფლის მწარმოებლებთან განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ადილობრივი პროდუქციის ევროპის ბაზარზე ადგილის დამკვიდრების და სრული ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა  უფლებების დაცვის დირექტორატმა დადებითად შეაფასა  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძებები თაფლის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით, კერძოდ  ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენი ნივთიერებების ლაბორატორიული კვლევების შედეგები. შედეგად დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, რათა საქართველო შეყვანილი იქნას მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე  ქართული თაფლის იმპორტი  ნებადართულია. 

,,ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტს ევროკავშირი უყენებს მაღალ სანიტარულ მოთხოვნებს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მომხმარებელთა ჯანმრთელობა. აქამდე ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე არ იყო ნებადართული, თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება ამ კუთხით.  ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა  და დარგის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებ სხსნის. ეს არის ყველაზე ტკბილი სიახლე, რაც ოდესმე მითქვამს“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის.

,,მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ძალიან დიდი ქომაგია. მისასალმებელია, რომ საქართველოს უკვე აქვს შესაძლებლობა თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს. ამ შედეგის მისაღწევად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

 

ქართული თაფლის საექსპორი პოტენციალის გაზრდის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები მეფუტკრეობის დარგის განვითარების და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სტიმულირების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა.

ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. მომზადდა და 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა “თაფლის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს.

თაფლის ტექნიკური რეგლამენტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღებას, ფალსიფიკაციისგან დაცვას და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირებას. ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიმუშები ლატვიაში, ქალაქ რიგაში სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვის ინსტიტუტ “BIOR”-ში გააგზავნა. ევროდირექტივების საფუძველზე აღებული ნიმუშების კვლევის მიზანი ქართული თაფლის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა მესმაე წელის მიმდინარეობს. 2015 წელს გაგზავნილი 104 ნიმუშიდან სხვადასხვა სახის დარღვევა აღმოჩნდა 20 მათგანში. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გამოკვლეულ თაფლის ნიმუშებში დარღვევების პროცენტული წილი 37% შეადგენდა, ხოლო 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 19%-მდე შემცირდა. 

(R)

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა