|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართულმა ოცნებამ" იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“  წარადგინა. შეხვედრა  ბალახვანის ასსაფეხურიან კიბეებთან  მიმდინარეობს. ქუთაისში მაჟორიტარობისთვის  3 კანდიდატი იბრძოლებს. #47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი , #41-ე    საჯარო   სკოლის  დირექტორი.  #48-ე ოლქში - დიმიტრი მხეიძე, ექიმი.  ყოფილი  შინაგან  საქმეთა  მინისტრი   კობა  ნარჩემაშვილი კი #49 ოლქში წარადგინეს.

წყალტუბოში -ცოტნე ზურაბიანი, ზესტაფონში- შალვა კიკნაველიძე- პარლამენტარი, თერჯოლა- ტყიბულში ელგუჯა გოცირიძე,  ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორი.  საჩხერეში- პაატა კვიჟინაძე,- პარლამენტარი., ის "კონსერვატიული" პარტიის წევრია.

ჭიათურაში-სულხან მახათაძე, ჭიათურის გამგებელი.  ბაღდათი-  ხარაგაული - კობა ლუსმანაშვილი,  ხარაგაულის გამგებელი. სამტრედიაში გია მიქელაძე, ბიზნესმენი.

ვანი- ხონის ოლქში გიორგი ლილუაშვილი, თბილისის ვიცე-მერი.  

დეპუტატობის კანდიდატები პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

 

  

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა