|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ანასტასია კირთაძე 14 წლამდე ასაკის საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარეს

ქუთაისელი ანასტასია კირთაძე 14 წლამდე ასაკის  საუკეთესო მოჭადრაკედ აღიარეს,  გადაწყვეტილება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ მიიღო.  
ფედერაციამ  2021 წლის საუკეთესოები წლის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა,  მათ შორის ნომინაციაში -საუკეთესო რეგიონი გაიმარჯვა იმერეთის  ჭადრაკის ფედერაციამ, რომლის  პრეზიდენტი ზაზა ლომინაძეა. 
ნომინაციაში  - საუკეთესო მწვრთნელი კი ნიკოლოზ მანაგაძე დაასახელეს, რომელიც  ანასტასიას მწვრთნელია. 
ანასტასია კირთაძემ  2021 წლის ოქტომბერში ევროპის ჰიბრიდულ ჩემპიონატზე 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა. 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა