|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი სტუდენტები ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქციას მართავენ

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში გრძელდება. ამჯერად ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ოჯახს  მხარდაჭერა ქუთაისელმა სტუდენტებმა გამოუცხადეს. ამ წუთებში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი უნივერსიტეტიდან დაიძრნენ და ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ შეიკრიბნენ.
სტუდენტები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ გამოიძიონ და დასაჯონ მკვლელები. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ დღევანდელ აქციაზე პოლიტიკოსები არ მიიწვიეს და მას მხოლოდ სტუდენტები მართავენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა