"ქუთაისი 2010"-მა თბილისის "ოლიმპი" დაამარცხა
სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი ”ქუთაისი 2010“ და თბილისის "ოლიმპი" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
თამაში დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. პირველი ორი პერიოდი "ოლიმპის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მე-3, მე-4 პერიოდში ქუთაისელმა კალათბურთელებმა მობილიზება გამოიჩინეს და ოსტატობის ხარჯზე მოწინააღმდეგე საბოლოო ანგარიშით 80-ით 71 დაამარცხეს.
ამ გამარჯვებით ქუთასი ჯერჯერობით გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.
თამაში ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა.
ქუთაისის საკალთბურთო გუნდმა გასულ წელს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა




12:21
16:16
14:41
11:37
06:00
















