ქუთაისი 2021 წელს ევროპის საბჭოს "კულტურული მარშრუტების" ფორუმს უმასპინძლებს
ქუთაისი 2021 წელს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ყოველწლიურ რიგით მე-11 ფორუმს უმასპინძლებს - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის ვიცე მერი ნინო თვალთვაძე ავრცელებს.
"ქუთაისი უმასპინძლებს ევროპის საბჭოს კულტურული მარშუტების ყოველწლიურ ფორუმს 2021 წელს, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ქუთაისი იქნა შერჩეული მასპინძელ ქალაქად, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ქუთაისის ცნობადობას მსოფლიო მასშტაბით, ქალაქში ჩამოვა ბევრი სტუმარი, ქუთაისი იქნება წარმოჩენილი, როგორც ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობის მქონე ქალაქი. აღნიშნული ფორუმის ფარგლებში დაიგეგმება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ხოლო მომდევნო, თითქმის ორი წლის განმავლობაში დაიგეგმება საკმაოდ ბევრი საინფორმაციო კამპანია"-განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.
არსებული ინფორმაციით, მასპინძელ ქალაქებად ქუთაისი და ბათუმი განიხილებოდა.
ფორუმში მონაწილეობენ გაფართოებული წილობრივი შეთანხმების წევრი სახელმწიფოების, ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, ევროპის პარლამენტის, იუნესკოს, იკომოსის და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები. ასევე, ტურისტული ორგანიზაციები და ტრანსნაციონალური ქსელები.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებში. კულტურული მარშრუტების შესახებ (EPA) პროგრამა დაფუძნდა 2010 წელს, რომელიც ახდენს ,,ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის" სერტიფიცირებას და მიზნად ისახავს ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ინიციატივებზე პოლიტიკური მხარდაჭერას.
2016 წლიდან საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (Enlarged Partial Agreement) 27-ე წევრი სახელმწიფოა.
აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობას ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამაში და შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეროვნულ დონეზე განხორციელებას.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















