ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია - საქართველოს რკინიგზა
ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა აკეთებს.
„20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებს საქართველოს რკინიგზა.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




15:08
13:18
15:43
15:41
















