|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ქუთაისი იქნება ერთ -ერთი ეკონომიკურად განვითარებული ქალაქი" [R]

,,ქართული ოცნების,, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი სულხან-საბას და ვაკისუბნის ოლქში მამუკა რიჟამაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი ამჯერად სულხან-საბას დასახლებაში იყოფებოდა, სადაც ყველა იმ საკითხზე ისაუბრა, რაც ადგილობრივებისთვის პრიორიტეტულია.   

კანდიდატთან ერთად შეხვედრებს სულხან-საბას და ვაკისუბნის ოლქის მოქმედი მაჟორიტარი ლაშა გვენეტაძეც ესწრებოდა.

,,მამუკა რიჟამაძე არის ის კანდიდატი, რომელიც შეძლებს ყველა იმ საკითხის მოგვარებას, რაც აქტუალური იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის", - განაცხადა ლაშა გვენეტაძემ. 

  დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრისას ყურადღება ამხანაგობების საბჭოს შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ხალხს თვითმმართველობასთან ერთად გადაწყვიტოს ყველა იმ საკითხის მოგვარება, რაც პრიორიტეტული იქნება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა