ქუთაისი მერი დელეგაციასთან ერთად ლოს-ანჯელესში იმყოფება
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მერის მოადგილე იუზა უგულავა და მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე ლოს-ანჯელესში იმყოფებიან
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის თვითმმართველობების ფინანსისტთა ასოციაციის ყრილობს ქუთაისის მერიის დელეგაცია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიწვევით ესწრება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია აშშ-სა და კანადის თვითმმართველობებში ბიუჯეტის მართვის კუთხით გატარებულ სხვადასხვა რეფორმებს გაეცნობიან.
დელეგაციის წევრები ლოს-ანჯელესის, პორტლანდის, ჩიკაგოს, ტორონტოს, ნიუიორკის, ბოულდერის და სხვა ქალაქებისა და თითმმართველობების გამგებლებთან, მერებთან და ფინანსურ ოფიცრებთან გამართავენ შეხვედრებს.
ვიზიტის მიზანი მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებისა და სიახლის დანერგვაა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















