"ქუთაისი საინვესტიციო ლოკაცია უნდა გახდეს" - ნინო თვალთვაძე
წყალტუბოში ფორუმი სახელწოდებით "სახელმწიფოს და ადგილობრივი ხელისუფლების დიალოგი" გაიმართა. ფორუმი რეგიონებში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათ პოტენციალს და ამ პოტენციალის საერთო ეკონომიკური სისტემაში ჩართვის გზებს შეეხება. ფორუმში ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძემ მიიღო მონაწილეობა. მან ქუთაისში არსებულ პოტენციალსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"ჩვენ ბევრი გავაკეთეთ, რომ ქუთაისი ინვესტორებისთვის საინტერესო გახდეს. დავამტკიცეთ ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომლის მთავარი მიმართულება ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა, გავამზადეთ ქალაქის საინვესტიციო კატალოგი... მუშაობა გაგრძელდება, რომ ქუთაისი გახდეს საინტერესო არა მხოლოდ, როგორც ტურისტული ლოკაცია, არამედ, როგორც საინვესტიციო ლოკაცია. ინვესტორთა მოსაზიდად ქალაქს გააჩნია პრიოროტეტული არგუმენტები - ეს არის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი დიდი ქალაქი და ყველა სერვისი, რაც აქ განვითარდება, მილიონამდე ადამიანს მოემსახურება. თუ შევძლებთ, რომ გარკვეული სერვისები, არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქუთაისში იყოს ხელმისაწვდომი, ეს მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისათვის. მეორე მნიშვნელოვანი პლუსია ის, რომ ქალაქში ბევრი აუთვისებელი სივრცეა, საუბარი მაქვს ტერიტორიებსა და მის მაქსიმალურად გამოყენებაზე. ქუთაისს აქვს ძალიან კარგი ლოჯისტიკური ადგილმდებარეობა და კავშირი სატრანსპორტო ობიექტებთან და წარმოადგენს კარგ შეთავაზებას ნებისმიერი დაინტერესებული ინვესტორისთვის", - განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
ფორუმის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















