ქუთაისის #17 საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება
ქუთაისის #17 საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები გრძელდება. ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი დავით წიტაიშვილი განმარტავს, რომ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ბაღი სასწავლო პროცესს მომზადებული შეხვდება.
"ახლაც ბაღში მივდივარ სამუშაოების გასაცნობად. აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაცია და ფილიალი 24 სექტემბერს ბავშვებს ჩვეულ რეჟიმში მიიღებს",-განაცხადა დავით წიტაიშვილმა.
მისი თქმით, სასწავლო პროცესს 37-ივე ფილიალი მომზადებული ხვდება და რაიმე შეფერხება არაა.
შეგახსნებთ, #17 ბაღში სასწავლო პროცესი ვადაზე ადრე შეწყდა. მიზეზი შენობაში ქვეწარმავლების არსებობა გახდა. ქვეწარმავლების გამო ბაღში სრულად აიყარა იატაკი.
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 24 სექტემბერს დაიწყება.
ქუთაისის რამდენიმე ბაგა-ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ფოტო არქივიდან
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















