ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი ფუნქციონირებას 2019 წლიდან დაიწყებს
ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი ფუნქციონირებას 2019 წლიდან დაიწყებს. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალ ტერმინალს შპს „ანაგი“ ააშენებს.
კომპანიასა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 26 423 967 ლარია.
ხელშეკრულება 2019 წლის 31 იანვრამდეა ძალაში. ტენდერის პირობების მიხედვით, კონსტრუქციულ ნაწილზე გარანტიად - არანაკლებ 20 წელი; ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარული დღეა განსაზღვრული.
ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის ტენდერი 26 ივლისს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ გამოცხადა, წინადადებების მიღება კი 17 აგვისტოს დასრულდა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















