|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებს საჩუქრები გადაეცათ

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოსტერუმ-ქუთაისის" წევრებმა, ბავშვთა სოფლის აღსაზრდელები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გასართობ ცენტრში მიიწვიეს.

ბავშვები საინტერესო პროგრამითა და სახალისო თამაშებით გაერთნენ, გაჭრეს სადღესასწაული ტორტი და მიიღეს სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები.

"გვინდოდა, დღევანდელი დღე დაგვემახსოვრებინა ამ ბავშვებისათვის და ვფიქრობთ, მოვახერხეთ, გაგვეფერადებინა მათი სამყარო. მსგავსი ღონისძიებების მოწყობას კვლავაც ვგეგმავთ მომავალში. მომავალი თაობის მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა არის ჩვენი ორგანიზაციის პრიორიტეტი", - განაცხადა "პოსტერუმ-ქუთაისის" წევრმა მარი ზაალიშვილმა.

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა