ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება - დეტალები
მაისს, „ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ დღესასწაულის ფარგლებში, ქუთაისის მერიის ორგანიზებით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობების ჩატარება. ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის, განსაზღვრულ ადგილებში დროებით შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
კონკრეტულად:
„1-ელი მაისის 18:00 საათიდან 3 მაისის 03: 00 საათამდე, სასცენო კონსტრუქციის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის, მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდება აღმაშენებლის ქუჩის N5-იდან 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიამდე (გზის სავალი ნაწილის ორივე ზოლი).
2 მაისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, საბავშვო გასართობი ატრაქციონების განთავსებისთვის, მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდება სადგურის ქუჩა N15-იდან სპორტულ მოედნამდე; ხოლო 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ვინტაჟური ავტომობილების გამოფენის მოწყობისთვის, პარკირება ნაწილობრივ შეიზღუდება დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ"- აცხადებს მერია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















