|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცხელების ცენტრში 16 პაციენტის ანალიზის შედეგებს ელოდებიან

ქუთაისის ცხელების ცენტრს ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის სიმპტომით თექვსმეტმა პაციენტმა მიმართა. 

ცენტრის აღმასრულებელი მენეჯერის  არჩილ მუკბანიანის  განცხადებით,   ყველა მათგანის ბიოლოგიური ნიმუში აღებულია და პასუხები დღის  ბოლოს გახდება ცნობილი. 

კლინიკაში  ამ ეტაპზე 26 პაციენტია,  დაწესებულებას 50-მდე  ადამიანის   მიღების რესურსი   აქვს.

გახსნიდან დღემდე ცხელების ცენტრი 500-მდე პაციენტს მოემსახურა.

ავტორი: ნიუპრესი