ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით 19 პაციენტი და ერთი საეჭვო პაციენტი ყავთ.
ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, მან კლინიკას თვითდინებით ერთ-ერთი რაიონიდან მიმართა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ანალიზებს აუღებენ.
დღეს კლინიკას სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. მათ განმორებით ანალიზებზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. რამდენიმე პაციენტს კი განმეორებითი ანალიზი ჩაუტარდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















