ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით 4 ადამიანია მოთავსებული
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით 4 ადამიანია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ შორის ორი, დედა-შვილია, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ერთი პაციენტი გერმანიიდან, მეორე კი საფრანგეთიდან არის ჩამოსული.
"მცირეწლოვანი, რომელიც თვითდინებით შემოიყვანეს კლინიკაში, ხუთი დღის ჩამოსულია საფრანგეთიდან, იტალიის რეისიდან ჩამნოფრენილი დედა-შვილი აეროპორტიდან მოიყვანეს, შვილი 21 წლის არის, დედა 40 წლის არის. ერთი პაციენტი არის ჩამოსული გერმანიიდან"-განაცხადა ექიმმა თემურ ნადირაძემ.
მისი თქმით, მათი აღენიშნებათ ტემპერატურა და დაავადების სიმპტომები. მათი ანალიზის ნიმუშები ლუგარში გაიგზავნება და პასუხები დღის ბოლოს, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ავტორი: ნიუპრესი


17:22
16:31
14:20
12:16
















