ქუთაისის კლინიკის 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ლაბორატორიიდან წუხელ 4 საეჭვო პაციენტის პასუხი მიიღეს და ოთხივე უარყოფითია.
ექიმ თემურ ნადირაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოში 2 ახალი პაციენტია შესული. ერთს სომხეთში, ხოლო მეორეს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მათ ანალიზებს აუღებენ.
ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















