|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ლაბორატორიაში 207 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია

ქუთაისის ლაბორატორიაში 207 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, ანალიზები იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან იყო გაგზავნილი,  მათ შორის 20 მედპერსონალი.
ანალიზებს შორის ექვსი წყალტუბოში ინფიცირებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის კონტაქტებია.
 
ამ დროისთვის წყალტუბოში თვითიზოლაციაში 20-მდე პირი იმყოფება, კარანტინში კი 12 ადამიანი. მათ შორის შვიდი 62 წლის მამაკაცის თანამშრომელია, ხუთი კი ოჯახის წევრი. ეპიდემიოლოგები კონტაქტების და ინფიცირების პირველწყაროს კვლევას აგრძელებენ.
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი