|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქალაქის ბიუჯეტის ოდენობა არ იცის?

"რადგან განათლების კომიტეტს წარმოვადგენ, განათლებას შევეხები და ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია განათლებაში რესურსის ჩადება"-განაცხადა ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა "ქართული ოცნების"კანდიდატის ამირან კოპალეიშვილის წარდგენის დროს. მისი განცხადებით, სხვა პრიოტიტეტებთან ერთად განათლება მნიშვნელოვანია. ასევე მან  ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ არსებული 40-45 მილიონი საკმარისი არ არის. 

"ბიუჯეტი, რაც არის 40 თუ 45 მილიონი, საკმარისი არ არის და აუცილებელია ამ კუთხით გააქტიურება, რომ მეტი თანხები მოვიზიდოთ ქალაქში და მეტი პროექტი განხორციელდეს", - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა. 

შგეახსნებთ, რომ ამ დროისთვის ქუთაისის ბიუჯეტი 67 812 200 ლარია. თავდაპირველად ბიუჯეტი 51 572 800 ლარი იყო, რომელშიც რამდენიმე ცვლილება შევიდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა