ქუთაისის მეორე საჯარო სკოლის ნაწილში არსებული მდგომარეობა ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში არსებული მდგომარეობა ბავშვებისთვის საფრთხის შემცველად შეფასდა. სკოლაში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მას შემდეგ შევიდა, რაც ჭერი ჩამოინგრა. ბიუროს დასკვნით სკოლის ნაწილში არსებული მდგომარეობა დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას მოითხოვდა.
"ნიუპრესის"ინფორმაციით, სკოლაში რეაბილიტირებული ჭერის ნგრევა რემონტის დროს საყრდენი კედლების მოხსნამ გამოიწვია.
სკოლის ნაწილში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს სკოლის დირექტორი მურაბ ჯიშკარიანი, როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, დასკვნის თანახმად განმეორებით რეაბილიტაციას 90 კვ. მეტრ ფართობი საჭიროებს. ჯიშკარიანი არ გამორიცხავს ჭერის ჩამოვარდნის მიზეზი, მიშენებული ოთახების ნგრევას გამოეწვია.
"სამხარაულის ბიურომ და დაიდო დასკვნა, რომ სკოლის ნაწილი საფრთხეს წარმოადგენს, რის გამოც ტერიტორია ჩაიკეტება და მოხდება რეაბილიტაცია. ნგრევა სკოლის სიძველემაც განაპირობა. რეაბილიტაციის შემდეგ მეტლახი დაიგო და ეტყობა, სიმძიმეს ვერ გაუძლო. ძველი ნასელი უნდა მოინგრეს და ამით გასწორდება მდგომარეობა. საყრდენი კედელი არა, ჩაშენებული ოთახები მინგრა, რადგან ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ჩაშენებულ ოთახები ვერ დარჩებოდა პროექტში. შესაძლოა, ამისგანაც არის გამოწვეული, რადგან რაღაც დოზით საყრდენის ფუნქცია ქონდა", -განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი არ შეფერხდება და არც ბავშვებს შეექმნება საფრთხე. ამასთან ადგილზე არსებული სამი კლასი სხვა ოთახებში გადანაწილდება.
"როგორ ფიქრობთ, რამე საფრთხე რომ იყოს, დავუშვებდით პარალელურად რეაბილიტაციას? ეს ტერიტორია ჩაიკეტება და ბავშვებს მასთან შეხება არ ექნებათ", - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.
სამუშაოების პროექტი უკვე მზადაა, სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ პროექტი დაახლოებით ერთ კვირაში მიეწოდებათ. სამუშაოებს განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი აფინანსებს.
სკოლაში მდგომარეობის შესწავლაც ბიუროს სწორედ სააგენტომ შეუკვეთა.
განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპარტამენტმა ისევ მიმართა წერილობით ექსპერტიზის ბიუროს, რომ მოხდეს იმ არეალის განსაზღვრა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. მისივე ინფორაციით, დეპარტამენტის პასუხისმგებლობას იღებს, რომ რეაბილიტაცია დროულად მოხდება და საფრთხე არ შექმნებათ არც ბავშვებს და არც სასწავლო პროცესს.
ამ დროისთვის სკოლის ერთ-ერთ ფლიგელში დაზიანებული ჭერის ნაწილი რეაბილიტაციის მოლოდინში ჩამოხსნილია.
სკოლაში რეაბილიტაცია 2017 წელს ჩატარდა. სამუშაოები თამაზ თამაზაშვილის კომპანიამ "თაგი" შეასრულა. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ "თაგის" მიერ სამუშაოები კარგად შესრულდა და პრობლემა შენობის სიძველეს უკავშირდება.
შეგახსენებთ, სკოლებში სწავლა 17 სექტემბერს დაიწყება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















