"ქუთაისის მერია მომავალშიც "ქართული ოცნების" შტაბი იქნება"
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიას მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ეხმიანება. ორგანიზაციის თავმჯდომარის გია გოქაძის განცხადებით, მერობის კანდიდატმა საჯაროს განაცხადა, რომ თვითმმართველობაში აქტივისტები არიან დასაქმებული.
"2017 წლის 12 სექტემბერს, ტელეკომპანია "იმედი"_ს ეთერში, გადაცემაში "ამომრჩევლის პირისპირ", ქუთაისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", გიორგი ჭიღვარიამ აღიარა მერიაში პარტიული აქტივის მუშაობა და მათი რაოდენობა 200 დან 300 მდე განსაზღვრა. პარტიული აქტივის დასაქმებით, გარდა იმისა, რომ ირღვევა არაერთი ნორმა, რაც პოლიტიკური ნეტრალიტეტის პრინციპს და მოხელეების შესარჩევად კონკურსანტებისთვის თანაბარი პირობების განსაზღვრას გულისხმობს, მთლიანად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ 2014 წელს მერიის სტრუქტურებში თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგები, რომლის თავმჯდომარე დვალს "ევროპა ჩვენი სახლია" თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით დანიშნვნაში ადანაშაულებდა. მოგვიანებით, მაგრამ დადასტურდა რომ მერიაში მომუშავე ადამიანების დიდი ნაწილი უსამართლდაა დანიშნული და ამ დანაშაულზე თანაბარ პასუხისმგელობას ინაწილებენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დვალი"-განაცხადა გია გოქაძემ. მისი თქმით, მხარდამჭერების დასაქმების ტენდენცია მომავალშიც გაგარძელდება.
"რაც შეეხება ბატონ ჭიღვარიას, მისი გაცხადებული პოზიციიდან გამომდინარე, რაიმე სიახლეს და განსაკუთრებულ სამართლიანობას, ამ და სხვა მიმართულებებით მისი არჩევის შემთხვევაშიც არ უნდა ველოდოთ. ქუთაისის მერია მომავალშიც ქართული ოცნების შტაბი იქნება"-განაცხადა გია გოქაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















