|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სატრანსპორტო მომსახურებისათვის 16 300 ლარიან ტენდერს აცხადებს

ქალაქ  მერია  სატრანსპორტო მომსახურებისათვის 16 300 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს. მიკროავტობუსითა და ავტობუსით მომსხურება  კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისათვის  არის განკუთვნილი. 

ამ თანხით მერია ავტობუსით - 6 270 კმ- ის და მიკროავტობუსით 11 590 კმ სატრანსპორტო მომსახურება მიღებას გეგმავს. 

ტენდერის პირობების თანახმად, ავტობუს(ებ)ი და მიკროავტობუს(ებ)ი აღჭურვილი უნდა იყოს მაღალი და რბილი სავარძლებით, გათბობით, კონდიცირების სისტემითა და ტელევიზორით.

მიკროავტობუსის ტევადობა უნდა იყოს არანაკლებ 22 ადამიანი და ავტობუსის ტევადობა არანაკლებ 50 ადამიანი.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა