|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ საერთაშორისო ოლიმპიადებზე 100-მდე სკოლის მოსწავლე დააფინანსა

სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს დღეს  ქუთაისის საჯარო სკოლის დირექტორებს.  მერიის სხდომათა დარბაზში მათ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი და მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი  შეხვდნენ.  შეხვედრაზე გასული სასწავლო წელი შეაჯამეს და გაწეული მუშაობისათვის  სკოლის დირექტორებს მადლობა გადაუხადეს. 

როგორც  ცნობილი გახდა, ქუთაისის  თვითმმართველობამ მიმდინარე წელს საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღბად  ქუთაისის მერიამ 100 მდე სკოლის მოსწავლე დააფინანსა.

ამასთან,   გასული სასწავლო წლის მანძილზე ქუთაისის  საჯარო სკოლებისათვის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროგრამა განახორციელა. სხვადასხვა სკოლებს დაუფინანსდა გარე ფასადის სამუშაოები და სპორტული მოედნების მოსაწყობად წარმოდგენილი პროექტები.  ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სკოლებთან სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები და საგზაო ნიშნები დამონტაჟდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა