|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის სოციალურ პროგრამებს ცვლილებები შეეხო

 
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით  ცვლილებები შეეხო მერიის სოციალურ პროგრამებს, მათ შორის, „შინმოვლის“ პროგრამას, რომელსაც ქუთაისის მერია და საქართველოს „კარიტასი“ ერთობლივად ახორციელებს.
 
 
ყოველდღიური ვიზიტების შეზღუდვის მიზნით, საკვები პროდუქტების მიწოდება მოხდება კვირაში ერთხელ, ხოლო ყოველდღიური ვიზიტები გაგრძელდება მხოლოდ იმ ბენეფიციარებთან, რომლებიც სამედიცინო და მედიკამენტურ დახმარებას ყოველდღე საჭიროებენ.
 
შეგახსენებთ,  საკვების გაცემის წესები შეიცვალა „მადლიერების სახლის“  უფასო სასადილოებში, სადაც  საკვები მხოლოდ შინ წასაღებად გაიცემა. 
 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა