ქუთაისის მერის მესამე მოადგილედ გიორგი იობაშვილი დაინიშნა
ქუთაისის მერის მესამე მოადგილედ გიორგი იობაშვილი დაინიშნა.- ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გრიგოლ დალაქიშვილი იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილედ გადავიდა.
გიორგი იობაშვილი კურატორობას გაუწევს მერიის საბინაო სამსახურს, ააიპ ბაგა-ბაღებს, ააიპ სპორტულ და კულტურულ სახელოვნებო გაერთიანებებს.
ის მერიის საბინაო სამსახურში მუშაობდა, რომელიც ერთი წლის წინ დატოვა. გიორგი იობაშვილი ამ დრომდე "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




16:44
10:53
16:34
14:10
















