|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მოადგილემ გაეროსა და ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა

ქუთაისის მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბავშვებისა და ოჯახებისთვის სოციალური პროგრამირების დანერგვა“ შემაჯამებელ შეხვედრაში, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 
პროექტი მიზნად ისახავდა დეცენტრალიზებული, ბავშვზე ორიენტირებული და საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამირების გაძლიერებას და მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობის განვითარებას, რომ უკეთესი დახმარება გაეწიოთ ბავშვებს და მათ ოჯახებს.
„ეს პროექტი გამოირჩეოდა იმით, რომ დაგვიტოვა რეალური შედეგი, რეალური კომპეტენცია, რომელსაც ჩვენ პროექტის დასრულების შემდეგ გამოვიყენებთ და გავაფართოებთ კიდეც.
საჭიროებები, რაც გამოვავლინეთ, ბევრი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარა. უკვე ვფიქრობთ, რომ საჭიროებათა კვლევის ამ მეთოდოლოგიას გამოვიყენებთ არა მხოლოდ ბავშვების და მათი ოჯახების საჭიროებების გასარკვევად, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ჯგუფების საჭიროებებსაც შევაფასებთ“, - განაცხადა თამარ დახუნდარიძემ
ინიციატივა ეხმაურება 2019 წელს მიღებული „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტების ახალ როლს. კოდექსის თანახმად, საქართველოს მუნიციპალიტეტებს ენიჭებათ მნიშვნელოვანი როლი ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით.
მუნიციპალიტეტების შეხვედრა გაიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა