ქუთაისის მერიაში პრესკონფერენცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ქუთაისის მერი შოთა მურღულია მედიის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე ქალაქის მერი ოთხწლიან მუშაობას აჯამებს.
პრესკონფერენციის პარალელურად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ნარსია ერთკაციან აქციას მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მართავს. ის ქალაქის მერს ხმის გამაძლიერებლის საშუალებით მიმართავს.
ნარსია მოითხოვს, ქალაქის მერმა პასუხი გასცეს მის კითხვებს, თუ რამდენი პრემია-დანამატი გაიცა მისი მერობის პერიოდში, ასევე ის შენობაში შესვლას და მერთან შეხვედრას მოითხოვს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















