|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წყლის სისტემების რეაბილიტაცია ზოგჯერ ქმნის დისკომფორტს"–შოთა მურღულია

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსთან ერთად მისასვლელ გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მისასვლელ გზებს მერია სრულად აფინანსებს და სამუშაოები იმ ადგილებში ხორციელდება, სადაც ეზოების კეთილმოწყობა მოხდა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,არადანი“ ასრულებს.

,,ქუთაისში, დღეის მდგომარეობით, ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ბევრგან ხდება წყლის სისტემების რეაბილიტაცია, რაც ზოგჯერ ქმნის დისკომფორტს მოსახლეობისათვის, ასევე სამუშაოების შესრულების დროს ხდება მისასვლელი გზების გადაკეტვა. აქვე ვუხდი ბოდიშს მოსახლეობას, რადგან ამის გამო ხშირია შეფერხებები. ამ ეტაპზე ქუთაისში კორპუსებთან მისასვლელი 55 გზა კეთდება. სამუშაოების 30-35 % უკვე შესრულებულია. ამას გარდა კიდევ ქალაქში ხორციელდება ბევრი პროექტი, რაც ჯამში საკმაოდ მოცულობითია. ამდენი რამ ბოლო 25 წელი ქუთაისში არ გაკეთებულა"-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა