|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის კანდიდატად გიორგი ჭიღვარია დასახელდა

ქუთაისში იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენა მიმდინარეობს. ქუთაისის მერობის კანდიდატად გიორგი ჭიღვარია დასახელდა. ჭიღვარიას კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.

ბოლო დროს ქუთაისის მერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა არჩევანი ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერზე გაკეთდა, რომელიც კახა კალაძის გუნდის წევრად მიიჩნევა. 

დღესვე, ასევე დასახელდნენ იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები. 

პრეზენტაცია პრემიე-მინისტრთან ერთად თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 21 ოქტომბერსაა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი