|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერობის კანდიდატი მზადაა დღე და ღამე იმუშაოს"

იმერეთის მუნიციპალიტეტებში წარდგენილ კანდიდატებს დადებითად აფასებს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი. მისი თქმით, დასახელებულ კანდიდატებს მეტად შრომატევადი საქმიანობა ელოდებათ.

"დადებითად ვარ განწყობილი ამ ადამიანების მიმართ. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი გუნდის გვერდით ვარ და მომავალში გაცილებით შრომატებადი საქმიანობა გვექნება გასაწევი, რაც მთავარია,  ქუთაისისთვის. ჩემი მთავარი იდეალი ქუთაისის განვითარებაა, ამისთვის აუცილებელია გავზარდოთ ბიუჯეტი, მოვიზიდოთ ინვესტიცია და გეგმაზომიერად განვახორციელოთ ის პროგრამები, რომელიც პრემიერის სიტყვაში იყო ნახსენები", - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა. მან ასევე ისაუბრა ქუთაისის მერობის კანდიდატზე და განაცხადა, რომ გიორგი ჭიღვარია მზადაა დაიხარჯოს ქუთაისისთვის. 

"ქუთაისის მერობის კანდიდატი  მზადაა დღე და ღამე იმუშაოს და დაიხარჯოს ქუთაისისთვის, მისი განათლებულობა და ენერგია მოგვცემს შესაძლებლობას ქუთაისში კარგი ნაბიჯები გადაიდგას. კეთილი შურით მშურს იმ პროექტების, რაც სხვა რაიონებშია და მინდა ქუთაისშიც განხორციელდეს პროექტები"-განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა