ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის დირექტორს საპატიო ქუთაისელის წოდება მიენიჭა
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის დირექტორს თამაზ ჭაბუკიანს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ჭაბუკიანს წოდება პატივგების კომისიის გადაწყვეტილებითა და მერის ბრძანებით 2 კვირის წინ მიენიჭა. დღეს ქუთაისში მოქმედი საჯარო სკოლების წარმომადგენლები ქალაქის მერს შეხვდნენ და მე-3 საჯარო სკოლის დირექტორს თამაზ ჭაბუკიანს საპატიო ქუთაისელის წოდება მიულოცეს.
თამაზ ჭაბუკიანის განცხადებით, წოდება ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მისთვის ბედნიერებაა.
"ჩემთვის განსაკუთრებული თემაა. თქვენ წარმოიდგენეთ, რას ნიშნავს გეუბნებიან, რომ დიდი ისტორიის და ტრადიციების მქონე ქუთაისის საპატიო მოქალაქე ხარო, ეს დიდი აღიარებაა, დიდი პატივია და ბედნიერი ვარ"-განაცხადა თამაზ ჭაბუკიანმა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















