ექიმი ირაკლი მერკვილაძის საქმის სააპელაციო განხილვა გრძელდება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ექიმის ირაკლი მერკვილაძის სასამართლო პროცესი განახლდა.
პროცესზე მოსამართლემ თეიმურაზ სვანაძემ დააკამყოფილა დაცვის მხარის შუამდგოლობა, საქმეში დაკავებულის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის დართვის შესახებ. შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე.
პროკურატური დღეს შესავალი სიტყვით გამოვიდა.გიორგი ხაჩიძის განცხადებით, ირაკლი მერკვილაძემ არ გამოიჩინა ყურადღება პაციენტის მიმართ და არ მოათავსა ის რეანიმაციულ განყოფილებაში. მისივე თქმით, დაცვის მხარე არასწორ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს.
პროკურორმა საქალაქო სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება მოითხოვა.
პროცესზე დასკვნითი სიტყვა წაიკითხა ირაკლი მერკვილაძემ. განსასჯელის თქმით, რომ არა მისი დაკავების შეკვეთა, ნორმალურ ქვეყანაში ასეთი დასკვნა არ დაიდებოდა. ირაკლი მერკვილაძის განცხადებით, შეკვეთილ საქმეს შეკერვა ჭირდებოდა, ამიტომ გაყალბდა ექსპერტების დასკვნები.
სააპელაციო სასამართლოში მორიგი სხდომა 29 ივნისს გაიმართება.
შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლოში დღეს ირაკლი მერკვილაძის სასამართლო პროცესი განახლდა. ექიმი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 26 იანვარს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს. 2013 წელს გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რასაც მისი შვილის სიკვდილი მოყვა.
საქმე 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
დაკავებული ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება
დაკავებული ირაკლი მერკვილაძის ადვოკატს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ჩაბარებია
ქუთაისელი ექიმი ირაკლი მერკვილაძე დააპატიმრეს
"სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ"-ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი
ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა, სავარაუდოდ, აპრილში განახლდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















