ქუთაისში რეზო ჭეიშვილის სახელს ქუჩას განმეორებით ანიჭებენ
ქუთაისში ქართველი მწერლის სახელს ქუჩას განმეორებით ანიჭებენ. გასულ წელს საკრებულოს გადაწყვეტილებით, ნიკეასა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების ბოლო მონაკვეთების შემაერთებელი უსახელო ქუჩას ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რეზო ჭეიშვილის სახელის მინიჭა. საკითხს საკრებულომ მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა ერთი წლის შემდგომ საკითხი კვლავ მოხდა განსახილველ საკითხთა სიაში.
საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჭეიშვილი განმარტავს, რომ მან არ იცის, გასულ წელს საკრებულომ რა გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აცხადებს, რომ როდესაც საკითხზე მუშაობა დაიწყეს, მათ ვერ მოიპოვეს ინფორაცია, რომელიც მიუთითებდა, რომ ქუჩას სახელი მინიჭებული ქონდა.
"ნიუპრესის" კითხვის შემდეგ კი, საკითხის შესწავლის შემდეგ გაარკვია, რომ გასულ წელს წინა მოწვევის საკრებულომ საკითხის მიზანშეწონილობის დადგენილება მიიღო.
"წინა საკრებულომ მხოლოდ მიზანშეწონილობის დადგენილება მიიღო. ამის შემდგომ პროცესი არ გაგრძელებულა, რომ გადავამოწმეთ, რეესტრშიც სახელი არ ყოფილა მინიჭებული. ჩვენ სხდომაზე რეგისტრაციაში გავატარებთ ამ საკითხს და იუსტიციის სამინისტროს გადავუგზავნით. ახალი დადგენილებით, საკითხზე ბოლო სიტყვას ადგენს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ჩვენ ამ საკითხს ასევე გადავუგზავნით სამინისტროს და სავარაუდოდ, დიდი დრო არ დაჭირდება, რადგან უსახელო ქუჩაა და არ მოითხოვს ბევრ შესწავლას, როგორც ეს საჭიროა, სახელის გადარქმევის მომენტში"-განაცხადა გიორგი ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, საკრებულომ საკითხზე გასული წლის მარტში იმსჯელა და ქუჩას მწერლის სახელი მიანიჭა.
ქუთაისში ქუჩას რეზო ჭეიშვილის სახელი მიენიჭა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















