ქუთაისის საკრებულოს საქმიანობას აუდიტის სამსახური შეისწავლის
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობას აუდიტი შეისწავლის. 2014 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე განვლილი პერიოდის ფინანსური დოკუმენტაციის აუდიტორული მომსახურების და შემოწმების შედეგებზე დასკვნის მომზადებისთვის მერიამ საკრებულოს მიმართვით ტენდერი გამოაცხადა. მიმწოდებელი ვალდებულია 10 000 ლარად უზრუნველყოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაზე დასკვნის მომზადება.
მათ შორის გაცემული ხელფასები - დამტკიცებულ ბიუჯეტთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობა; მივლინებები, ავტომანქანებზე გაწეული ექსპლუატაციის დანახარჯები, გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები, ასევე გაწეული სხვა ფინანსური დანახარჯები. საკრებულოს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და ინვენტარის ინვენტარიზაცია.
როგორც მერიაში განმარტავენ, დამოუკიდებელი აუდიტის მიერ საკრებულოს საქმიანობის შესასწავლად მერიას ტენდერი გამოცხადების მიზნით საკრებულოს თავმჯდომარემ მიმართა. აუდიტის მიერ სამუშაოების ჩატარების პროცესზე საკრებულომ აგვისტოს თვეში იმსჯელა და საკითხს მხარი დაუჭირა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















