ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ერთ-ერთი გახმაურებული საქმის "გოშხეთელიანი-ბაკურაძის" საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რომლითაც ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს ერთი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის თქმით, რვა თვე, რომელიც ბაკურაძემ პატიმრობაში უკვე გაატა, სასჯელს მოაკლდება. ბაკურაძის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება.
პროცესს არ ესწრებოდა დეა გოშხეთელიანი.
შეგახსენებთ, 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა მიმდინარე წლის 3 იანვარს მოხდა. მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. პირველი ინსტანციის აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბაკურაძეს პატიმრობა შეეფარდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















