|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ლექსო რაფავას პატიმრობას აპროტესტებენ

 არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის ლექსო რაფავას პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს. 

დაკავებულის ოჯახისა და ადვოკატების მოთხოვნაა, რომ ბრალდებული სასამართლო პროცესს დასწრებოდა, თუმცა ლექსო რაფავა ქუთაისის სასამართლოში არ გადმოიყვანეს.
ბრალდებული პოლიციელის მხარდასაჭერად ადგილზე შეკრებილი არიან, მისი ოჯახის წევრები და მხარდამჭერები. ისინი რაფავას სასამართლო დარბაზში გადმოყვანას ითოვენ. 

ადგილზე იმყოფებოდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. მათი განცხადებით, ლექსო რაფავა არის ბიძინა ივანიშვილის  პატიმარი და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს.    

 

 

ავტორი: ნიუპრესი