|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სკოლების თანამშრომლებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ქუთაისის მერიასა და შპს N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს  ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და ცენტრის დირექტორმა გიორგი მიმინოშვილმა მოაწერეს ხელი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქუთაისის შპს N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს სამედიცინო გამოკვლევების უსასყიდლოდ ჩატარებას, რომელშიც ჩართული იქნება ყველა კატეგორიის ექიმ-სპეციალისტები. ისინი ქუთაისის სკოლის თანამშრომლებს გასინჯვა-გამოკვლევებს ჩაუტარებენ და მიცემენ შესაბამის დანიშნულებას. კვლევები ჩატარდება ყოველ შაბათ დღეს. მემორანდუმის შინაარსი მოიცავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრულფასოვანი სამედიცინო კვლევების ჩატარებისა და დიაგნოსტიკის უზრუნველყოფას.
შპს N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრში ქუთაისის მერიის შუამდგომლობით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს ბაღის და სკოლის თანამშრომლების უფასო გამოკვლევები. ამ დრომდე პროგრამით ისარგებლა 2236-მა ადამიანმა.
ქუთაისის მერმა შპს N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ავტორი: ნიუპრესი