|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბიუჯეტის 40 პროცენტი მერიასა და მის ააიპებში დასაქმებულების ხელფასზე იხარჯება

ქუთაისის მერია-საკრებულოსა და მერიის ააიპებსა და შპს-ებში 4 013 ადამიანია დასაქმებული.  "ევროპული საქართველოს" წევრის მერაბ  მეშველიანის გაანგარიშებით, ჯამში, მათი შენახვა ქალაქს 23  392  417 უჯდება, რაც ქუთაისის ბიუჯეტის( 62 მილიონი)  38.7 პროცენტის შეადგენს.   

"ევროპული საქართველოს" მიერ წარმოდგენილი კვლევის თანახმად, ააიპები და შპს-ები ბიუჯეტს 18 101 817 ლარი უჯდება, ხოლო ქუთაისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასები წელიწადში 5 290 500 ლარს შეადგენს. 

მეშველიანის განცხადებით, ქუთაისის მერიაში 294 შტატიანი თანამშრომელია, რასაც 36 შტატგარეშე თანამშრომელი ემატება, რაც ჯამში 330 ადამიანს შეადგენს, მათი ხელფასებისათვის 4 451 200 თანხაა განსაზღვრული. საკრებულოს წევრებისა და თანამშრომლების სულ 34 ადამიანის სახელფასო მომსახურებისათვის გათვალისწინებულია 839 400 ლარი. ჯამში, მერიის და საკრებულოს სახელფასო მომსახურებისათვის 5 290 500 ლარია განსაზღვრული.   

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის განცხადებით, მოკლე ხანში საკრებულოში შემოდის ცვლილება, რაც ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალაქის ბიუჯეტის თითქმის 40 % მერიის და მისი ააიპების მხოლოდ სახელფასო ხარჯებისათვის იხარჯება, ამას დავუმატებთ ტრანსპორტის მომსახურების, საწვავის და სხვა ხარჯებს, ასევე სახელფასო დანამატებსა და ჯილდოებს, გამოდის,  რომ ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ბიუროკრატიის შენახვაში იხარჯება. 

შეგახსენებთ, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა მერაბ მეშველიანმა ქუთაისის მერიასა და მის ააიპებსა და შპს-ებში დასაქმებულთა ხელფასების შესახებ კვლევა წარმოადგინა. ამასთან, მეშველიანის განმარტებით, ყველა ააიპმა მას ინფორმაცია სრულყოფილად არ მიაწოდა. ამ დროისათვის ქუთაისის მერია 11 ააიპსა და 4 შპს-ს ფლობს. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა