ქუთაისის თვითმმართველობის ავტოპარკს ტექდათვალიერების გავლა მოუწევს
1 ივლისიდან სავალდებულო ტექინსპექტირებას გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები.
ტექდათვალიერების მეორე ეტაპზე შემოწმებას გაივლის ქუთაისის მერიის ავტოპარკი. მერიას და საკრებულოს 24 ავტომობილი ემსახურება. ყველაზე ძველი 1991 წელს გამოშვებული "ტოიოტა კარინაა". ყველაზე ახალია 2012 წელს გამოშვებული "ჰიუნდაი სონატა".
2018 წელს ავტომობილების შეკეთებაზე 30 000 ლარი დაიხარჯება, საწვავზე 440 000 ლარი.
შეგახსენებთ, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3,5ტ. ზემოთ) შეეხოთ.
სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების შემდეგ 1 ოქტომბრიდან ტექდათვალიერებას დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ) გაივლიან, რადგან ისინი მეტ საწვავს მოიხმარენ და შესაბამისად, მათგან მავნე გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს.
2019 წლის 1-ელი იანვრიდან კი ინსპექტირებას გაივლის საქართველოს დანარჩენი ავტოპარკი - 2019 წლის ბოლომდე.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















